პროექტის სახელი: ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება
პროექტის მოკლე აღწერა: ჩვენი თვალით დანახული რუსული აგრესია
პროექტის სრული აღწერა: 2008 წლის 8 აგვისტოს, სქართველოში მომხდარმა რუსეთ–საქართველოს ომმა მსოფლიო შეძრა, ეს იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომი ყველას შეეხო დიდსა თუ პატარას, დაობლდა ასობით ბავშვი დაქვრივდა უამრავი ქალბატონი, ქართველთა ცხედრებზე გაიარეს რუსულმა ტანკებმა. თანატოლების გასაჭირი არ შეიძლება იყოს ,,სხვისი ჭირი–ღობის ჩხირი"... ბავშვებმა უკეთ რომ გაითავისონ თანატოლების გასაჭირი, გადაწყვიტეს ინტერნეტის მეშვეობით ნახონ თუ როგორ უსწორდებოდნენ რუსი აგრესორები ქართველ ხალხს, ნახონ დაბომბვების შედეგად დანგრეული სოფლები და ქალაქები, გასაცოდავებილი ადამიანები, რომლებიც ტყვიების ქარცეცხლში ტოვებდნენ საკუთარ სახლებს, მოიპოვონ მათთვის უცნობი ინფორმაციები , შეაგროვონ ფოტო და ვიდეო მასალები. ბავშვების მიზანია დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს და მამულიშვილური წვლილი შეიტანონ მათი დახმარების საქმეში. პროექტიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ჩაატარონ ფასიანი ღონისძიება და ღონისძიებიდან შემოსული თანხით შეიძინონ წიგნები და საჩუქრად გადასცენ მათი სკოლის ბიბლიოთეკას. მოაწყობენ ექსკურსიას.
მოსწავლეთა ასაკი: 9–10 წელი
ვადების ხანგრძლივობა: 5 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დაგეგმავენ ღონისძიებას, რომელიც მრავალფეროვანი იქნება, მოაწყობენ მათ მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალების გამოფენას.
მოსალოდნელი შედეგები კლასში/რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები შეიძენენ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევას, ეცდებიან ფოტო სურათების მეშვეობით უფრო საინტერესო და ცხადი გახადონ ეს თემა. შექმნიან საკუთარ ვებ–გვერდს და მოთავსებული იქნება მათ მიერ მოპოვებულ მასალები ომისა და ძალადობის წინააღმდეგ.
სარგებელი სხვებისთვის: დავეხმარებით თანატოლებს ბიბლიოთეკი გამდიდრებაში, ვფიქრობთ ჩვენს პროექტს ფართომაშტაბიანი სახე მიეცემა და ყველანი ერთად შევიტანთ წვლილს მამულიშვილურ საქმეში.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ისტორია, მათემატიკა.
პროექტის ფასილიტატორი: თინათინ ბარდაველიძე
ფასილიტატორის ელფოსტა:tinatinbardavelidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:tinatinbardavelidze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий